იგორ ნარმანია დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

11.09.23 18:45
იგორ ნარმანია დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია, რომელიც კანცელარიასთან დღეს დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

დაკავებულს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

დიღმის მთავარ სამმართველოსთან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იმყოფებიან. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დღეს დააკავეს. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ, ახალგაზრდები ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს. საქმე ეხება პრემიერი ამერიკულ ვოიაჟს, სადაც ღარიბაშვილი სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდა.

მსგავსი სიახლეები