პრემიერის სკანდალი - არსებობს თუ არა მოქალაქე ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს შორის ხელშეკრულება და გადახდის ქვითრები?
6 წლის ხელფასი ერთ საზაფხულო არდადეგებში - სავარაუდო გათვლებით ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკული ტურნე იმდენი დაუჯდა რომ მომდევნო ექვსი წელი ხელფასი რომ არაფერში დახარჯოს, მხოლოდ ამ ფულის გასასტუმრებლად დასჭირდება მუშაობა.
საიდან ამდენი ფული პრემიერს? - დღეს ამ კითხვაზე პასუხი არავის ჰქონდა. თავის სამართლებლად ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მისი ადმინისტრაციის შეფი გამოუშვა, თუმცა ვერც რევაზ ჯაველიძე ამბობს, ვინ, როდის და რამდენი გადარიცხა, რომ პრემიერი სამთავრობო თვითმფრინავით არდადეგებზე წასულიყო.
პრემიერი, რომელმაც სამთავრობო თვითმფრინავი საკუთარი ოჯახის ფუფუნების ტრანსპორტად აქცია, დუმილს ამჯობინებს. მთავრობის სხდომამ ისე ჩაიარა, რომ სიტყვა არ უთქვამს. არადა მედია ითხოვს საბანკო გადარიცხვის ჩეკს და ფულის წარმომავლობას.
ღარიბაშვილის სკანდალი როგორც ჩანს, ასე მარტივად ვერ ჩაივლის, ოპოზიციამ პარლამენტში პრემიერის იმპიჩმენტისთვის მოლაპარაკებები დაიწყო. ამ საკითხის დაინფიცირებას 50 ხმა სჭირდება. ეს ხმები ოპოზიციურ ფლანგზე არის. ახლა მთავარია, ვინ ჩააბარებს ტესტს და ვინ მოაწერს ხელს კორუფციაში მხილებული პრემიერის გადაყენების პროცედურას.
საკითხზე ამ დრომდე დუმს ანზორ ჩუბინიძე, რომლისკენაც დღეს ხელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა იშვერდა.