კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა - პუტინი შეხვედრის ადგილს ასაიდუმლოებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა, ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, თუმცა ოფიციალური მოსკოვი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად სად გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
"შორეულ აღმოსავლეთში", - უთხრა მედიას კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
კიმი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა. დელეგაციის წევრები არიან მთავრობის წევრები და მაღალჩინოსნები.
"ეს სრულფასოვანი ვიზიტი იქნება", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში ორშაბათს ჩავიდა. როგორც ცნობილია, იგი აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიას დაესწრება, რომელიც ოთხშაბათამდე გაგრძელდება.
ლიდერების შეხვედრა ფორუმის შემდეგ გაიმართება და პრესკონფერენცია არ იგეგმება.