მიწისძვრა მაროკოში - დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა
მიწისძვრა მაროკოში - დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 562-ს მიაღწია.
სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.
ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.