სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკების სამალავს მიაგნეს - სპეცოპერაციის დეტალები

12.09.23 12:37
სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკების სამალავს მიაგნეს - სპეცოპერაციის დეტალები

სვეტიცხოველში ნარკოტიკების სამალავს მიაგნეს - "პირველების" ინფორმაციით, აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულია 3 პირი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალი.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ქალმა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა.

როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ყიდდა. 

"დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით", - თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სვეტიცხოვლის ეზო ნარკოტიკული საშუალებების სამალავად. ადგილობრივები მომხდარის აღშფოთებულები არიან.

"მე ცოტა ინტერესიანი ქალი ვარ და დავინტერესდი, მითხრეს ქართველები არ ყოფილან დაკავებულები, უცხოეთის მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ თვითონ სვეტიცხოველი, შიგნით, გამოიყენებოდა ნარკოტიკების სამალავადო, ძალიან აღვშფოთდი". - ამბობს ადგილობრივი.

შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

მსგავსი სიახლეები