უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება - ოკუპანტები საკორინთლოში ახალ საგუშაგოს აწყობენ

ოკუპანტები საკორინთლოში ახალი საგუშაგოს აწყობენ. "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს დილით დაფიქსირა, როგორ გათხარეს ტერიტორიაზე ოკუპანტებმა სანგრები და როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები ორჭოსანი ხურვალეთის მონაკვეთზე.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ სოფელ საკორინთლოში სამუშაოები განსაკუთრებულად აქტიურად მიმინარეობს. ამასთან, ის ამბობს, რომ ქარელის ერთ-ერთ რაიონში საოკუპაციო ზოლთან აღმოაჩინეს სავარაუდო ჩასაფრება, რომელიც ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ემსახურებოდა.
საგუშაგოებზე, რომლებიც განლაგებულია მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები. ორკები, ფაქტობრივად, მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აძლიერებენ ამ საგუშაოებს, თხრიან სანგრებს. რთულია საუბარი იმაზე თუ რისთვის კეთება ეს, რა მიზნობრიობა ამ მოქმედებებს, რას აპირებენ ისინი, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მიმდინარეობს ამ სანგრების გათხრა და საგუშაგოების გაძლიერება. ბოლომიტის საბადოს მიმდებარედ, ქარელის რაიონში დავაფიქსირეთ, ჩვენი ვარაუდით, ჩასაფრება რუსი ჯარისკაცების ჩასაფრება, რომლებიც ამზადებდნენ, ჩვენი ვარაუდით, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, რომლებიც იქვე შორი-ახლოს მუშაობენ, - ამბობს დავით ქაცარავა.
ამ ფონზე ხდება, როდესაც ამ წუთებში ერგნეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვდრაზე, წესით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი უნდა დააყენონ, თუმცა, სავარაუდოდ, მოლპარაკებების თემა ბორდერიზაციის ახალ პროცესიც იქნება.
ეს ე.წ. ხანძარსაწინააღმეგო ხნულების გავლება, რიგ შემთხვევაშ ხდება ახალი ხნულების გავლება, რიგ შემთხვევაში ხნულების გაახლება. რაც შეეხება საგუშაგოს, თუ არ ვცდები, ხურვალეთზე იყო საუბარი, მინდა განვმარტო, რომ ეს საგუშაგო მდებარეობს საოკუპაციო ხაზის სიღრმეში, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით და შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირება არის ძალიან ძნელი. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული, არამედ ყველა უკანონო ინსტალაცია არის ჩვენი პროტესტის საგანი, - ამბობს სახელმწიფო საუფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.