კოკაინი, ჰეროინი, ელესდე და მარიხუანა - სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკების სამალავები ნახეს

სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკები იყიდებოდა. სამალავები ტაძრის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. სასიკვდილო ნარკოტიკული საშუალებები ისტორიული კომპლექსის ეზოდან უპრეცედენტო სპეცოპერაციის შედეგად ამოიღეს. კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ელ-ესდე, მარიხუანას და სხვა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს სამართალდამცველებმა სვეტიცხოვლის 9 ლოკაციაზე მიაკვლიეს.
ბრალდებულები ნარკოტიკებს ჯერ ინტერნეტით ყიდდნენ, შემდეგ კლიენტებს ტაძრის სამალავებში უტოვებდნენ. ეს ყველაფერი არ არის. სამალავები ნაპოვნია სასაფლაოებზე, სკვერებსა და პარკებშიც.
დაკავებულია 32 პირი, მათ შორის ერთი უკრაინელი ქალი, რომელიც დანაშაულებრივი სქემის მეთაურია. სწორედ მან უჩვენა სამართალდმაცველებს ადგილები, სადაც ნარკოტიკებს მალავდა. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.