ბენზინი ისევ გაძვირდა - სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ
ბენზინი ისევ გაძვირდა. ბოლო ორ კვირაში საწვავზე ფასმა 30-35 თეთრით მოიმატა. მძღოლები ბენზინის ხარჯს, მგზავრები კი მგზავრობის ღირებულებას ვეღარ აუდიან. საწვავზე ფასის მომატების გამო უკვე გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულებაც. მგზავრობის ტარიფის გაზრდას აანონსებენ ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც "პირველებს" ეუბნებიან, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს.
მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ისევ ხალხის ჯიბეებზე აისახა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბენზინი უახლოესი კვირების განმავლობაში კიდევ 10-15 თეთრით გაძვირდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთში არსებული საწვავის დეფიციტია. ოკუპანტი ქვეყანა კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.