ეს არის ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკი - ანა აბაშიძე პანსიონის აღსაზრდელებზე

04.06.21 13:16
ეს არის ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკი - ანა აბაშიძე პანსიონის აღსაზრდელებზე

ბავშვთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია" პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა აბაშიძე ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის სასწრაფოდ გამოყვანას ითხოვს. აბაშიძის თქმით, პანსიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არასრულწლოვნების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი დგას.

შეგვაქვს ახალი შუამდგომლობა, რომელიც შეეხება ნინოწმინის პანსიონატში მცხოვრები ყველა ბავშვის დაუყონებლივ გაყვანის მოთხოვნას, ბოლო რამდენიმე საათია, ჩვენ გვესმის გაუგონარი ფაქტები, როგორ ხდება ბავშვების მიმართ არაერთი სასტიკი დანაშაული. ეს არის ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკი, აქედან გამომდინარე, ომბუდსმენის შეშვება, რომელზეც სასამართლომ უარი გვითხრა, გადაინაცვლა მეორე პლანზე, საკითხი ეხება იმას ბავშვები იქ რომ შევალთ დაგვხვდებიან თუ არა ჯანმრთელები", - ამბობს ანა აბაშიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლოში  მორიგი სარჩელი შეაქვს და ტერიტორიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვს.