ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს ნახმარი მეუფე იაკობი - პეტრე ცაავა

10.03.21 17:16
ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს ნახმარი მეუფე იაკობი - პეტრე ცაავა

"ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს ნახმარი მეუფე იაკობი" - ასე მოიხსენიებს ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა, მეუფე იაკობს. ეს განცხადება ბოდბელი მიტროპოლიტის ნათქვამს მოჰყვა. მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება პეტრე ცაავას პროვოცირებულია. ბოდბელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავამ უპასუხა.

ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს ნახმარი მეუფე იაკობი, ამიტომ იყენებს ამ სიტყვას, მაგრამ საკუთარ თავს გულისხმობს, ბუნებრივია, მე ვარ ერთადერთ პარტიაში, ეს არის ქრისტე ღმერთის ერთობა. ის პატრიარქის სიტყვას ახმოვანებს, მის დავალებას ასრულებს, ის ემსახურება უზნეობას, ამ უზნეობას დაესმევა წერტილი და ავაზაკები და უზრდელი ადამიანები ეკლესიიდან განიკვეთებიან აუცილებად, ამის სიტყვას ვაძლევ მე მას და ქართველ ერს - ამბობს პეტრე ცაავა. 

ჭყონდიდის ყოფილი მეუფე, პეტრე ცაავა მეუფე იაკობის გამონათქვამს პროვოკაციულს უწოდებს.

უზრდელი მოდის პროვიკაციაზე, რომ მე ჩავიდინო რამე არაქრტისტიანული. რა თქმა უნდა, ამ შეცდომას არ დავუშვებ, აღვესრულები ქრისტიანულად. თავს ვწირავ ამ უწმინდურობის, უზნეობის და კოლექტიური მეუფე იაკობების წინააღმდეგ, რომელიც ცრუ ეპისკოპოსები, უზნეო და უსახური არსებები არიან საქართველოს ეკლესიაში.  აუცილებლად მივიღებ ღვთისაგან ჯილდოს - ამბობს მეუფე პეტრე. 
 

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტი ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რითაც მან ორ დიაკვანს მღვდელმსახურება შეუჩერა.  ინციდენტის დროს კრებაზე სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის დროს აივნის მოაჯირი მოინგრა და ათამდე ადამიანი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. 

მსგავსი სიახლეები