გეი - აღლუმის რეალური ორგანიზატორი "ოცნების” საპარლამენტო გუნდია - სანდრო ბრეგაძე

04.06.21 16:34
გეი - აღლუმის რეალური ორგანიზატორი "ოცნების” საპარლამენტო გუნდია - სანდრო ბრეგაძე

,,ქართული მარშის" ლიდერი ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ,,თბილისი პრაიდის" ღონისძიებები. სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გეი აღლუმის რეალური ორგანიზატორი ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ‼️
ბატონო ირაკლი, 5 ივლისს თბილისში დაგეგმილია ე.წ. გეი-აღლუმი ‼️
თქვენ თუ დაუშვებთ და ხელს შეუწყობთ გეი -აღლუმის ჩატარებას, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ ‼️
გეი - აღლუმის რეალური ორგანიზატორი არის “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდი, სწორედ მათ მიცეს გარანტია, რომ ლგბტ-აღლუმი ჩატარდება ‼️
ახლა ბოლო სიტყვა თქვენზეა - ქართული ოჯახის შვილი, შესანიშნავი მამა და მეუღლე, მორწმუნე-მართლმადიდებელი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩაატარებს გეი-აღლუმს, თუ არა ⁉️
არჩევანი თქვენზეა, ბატონო პრემიერო და ამ არჩევანიდან გამომდინარე იმოქმედებს ქართველი ერი ‼️
დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ მმართველს არ მიუცია ნებართვა გეი-აღლუმის ჩასატარებლად - არც ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს, არც კვირიკაშვილს, არც ბახტაძეს, არც გახარიას არ მიუციათ მწვანე შუქი გეი - აღლუმისთვის ‼️
ისე ვეღარ იქნება - აქეთ ეკლესია და ეროვნულები, იქით ლიბერასტები და მამათმავლები, შუაში გამშველებელი ,,ქართული ოცნება" ‼️
ბატონო პრემიერო - თქვენ და თქვენს ,,ქართულ ოცნებას" მოგიწევთ არჩევანის გაკეთება - ან ,,ქართული ოცნება" მამათმავლებთან და სოროსელებთან ერთად ჩაატარებს გეი - აღლუმს , ან დადგებით ქართველი ერის გვერდით და არ დაუშვებთ ამას ‼️
ოქროს შუალედის დაკავება და ყველას თვალში “კარგი ბიჭობა”  აღარ გამოუვა ,,ქართულ ოცნებას" ‼️
არჩევანი თქვენზეა - ქრისტეს გზა, თუ ბარაბას გზა - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

 

 

,,თბილისი პრაიდმა" დღეს განცხადება გაავრცელა და 1-5 ივლისს ღონისძიებები დააანონსა.