14:00 საათზე მოშიმშილე შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

06.06.21 13:14
14:00 საათზე მოშიმშილე  შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

აშშ-ს საელჩოსთან მოშიმშილე შუქრუთელებს სამოქალაქო აქტივისტები  სოლიდარობას უცხადებენ. შუქრუთელების მხარდასაჭერი აქცია 14:00 საათზე პუშკინის სკვერში გაიმართება.

ვაპირებთ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ადამიანებს, რომლებიც 107 დღეა აპროტესტებენ ამ ყველაფერს და 27 დღეა შიმშილობენ, მათ პირიც კი ამოიკერეს უკიდურეს ზომებს მიმართეს, თუმცა ვხედავთ სახელმწიფოს ინერტულობას კონტაქტზეც კი არ გასულან. სახელმწიფოს არ აინტერესებს ადამიანების გაჭირვება, ჩვენ ვალდებული ვართ გვერდში დავუდგეთ", - ამბობს ნიკა ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოსთან შუქრუთელები უკვე 27-ე დღეა შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ, რის გამოც დღეს -ერთ ერთი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადგილზე სასწრაფო დამხარების გამოძახება გახდა საჭირო.

შუქრუთელები უკვე თვეებია, "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და შუქრუთელების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.