რატომ ჰყავს ღარიბ ქვეყანას მდიდარი მაღალჩინოსნები- IDFI მთავრობას კითხვით მიმართავს

11.03.21 12:00
რატომ ჰყავს ღარიბ ქვეყანას მდიდარი მაღალჩინოსნები- IDFI მთავრობას კითხვით მიმართავს

ღარიბი ქვეყნის მდიდარი მაღალჩინოსნები და თითქმის ნახევარი მილიარდის ხელფასები სახელმწიფო კომპანიებში - ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 14 სახელმწიფო კომპანიაში მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე 428 ათასი ლარი გაიცა, ეს კი ბევრად მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. კომპანიები მუდმივად ზარალზე მუშაობენ, უკვე წლებია, მოგება არ დაფიქსირებულა, თუმცა მაინც იზრდება ხელფასები და საელმწიფო კომპანიების თანამშრომლები არც კოლოსალური პრემიებისა და ბონუსების გარეშე რჩებიან. 

მიუხედავად სახელმწიფო კომპანიების არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობისა, მაინც იზრდება შრომის ანაზღაურება. წინა წელს 11 კომპანიის  მიერ ხელფასისითვის გადახდილმა თანხამ 9,5 მილიონი ლარი შეადგინა,  ეს თანხა 2018 წელს  იყო 8,5 მილიონი ლარი. ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიმღები კომპანიები გასცემენ ბონუსებს. მაგალითად ,,ბლექსი არენამ“ გასცა მილიონი ლარი,  წყალმომარაგების კომპანია, მიუხედვად იმისა რომ 85 მილიონიანი ზარალი ჰქონდა 2018 წელს, მაინც გასცემს პრემიებს. კომპანიებში კადრების დაკომპლექტება პოლიტიკური ნიშნით ხდება. - აცხადებს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"-ს წარმომადგენელი.

 IDFI, რომელმას სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარება შეისწავლა, კითხვით მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.