ვინც მაგას არ შეაგინოს - დიტო სამხარაძე ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციას აანონსებს

11.03.21 12:19
ვინც მაგას არ შეაგინოს -  დიტო სამხარაძე ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციას აანონსებს

ვინც მაგას არ შეაგინოს - ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ,  მორიგი შეურაცხმყოფელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც ოპოზიციონერ გოგი წულაიას და ,,ნაციონალურ მოძრაობას" უხამსი ტერმინებით მოიხსენიებს. სამხარაძე წულაიას აგინებს და ხალხსაც იგივეს მოუწოდებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ოპოზიციის წევრებს აგინებს და აგრესიას ახალისებს.

დიტო სამხარაძის შეურაცხმყოფელ პოსტზე გოგი წულაია კომენტარს აკეთებს. 

ვაი შენ პატრონს უბედურს, დიტო სამხარაძე, ეს არის გამოვლინება ვიღაც უსახური დეპუტატისგან, როგორ ემუქრებიან ადამიანებს პროტესტის გამოთქმის გამო, -აცხადებს გოგი წულაია.