ნინოწმინდის პანსიონის კარი სასამართლოს წარმომადგენელს არ გაუღეს
ნინოწმინდის პანსიონთან საერთო სასამართოების წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი სავარაუდოდ, მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გადაცემას თავშესაფრის ადმინისტრაციისთვის აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს პანსიონის კარი არავინ გაუღო.
დღეს დილას პანსიონი კიდევ ერთმა ბავშვმა დატოვა. ნინოწმინდის პანსიონი ამ დროის მონაცემებით, 22-მა აღსაზრდელმა დატოვა, მათ შორის არის 7 შშმ ბავშვი, რომელიც პანსიონიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაიყვანეს.
ამ დროისთვის პანსიონში 31 აღსაზრდელი იმყოფება.