"ქურდული" სამყარო უწყვეტი პროტესტით იმუქრება - აქცია სასამართლოსთან
ე.წ. ქურდული სამყარო უწყვეტი პროტესტით იმუქრება - დილიდან საქალაქო უსამართლოში ხმაურია. ადგილზე გეგუთის ციხის ე.წ. მაყურებლის მანუჩარ გაბუნიას იგივე „მანჩო“-ს და მისი ცოლის, ია ბერაია მხარდამჭერები მივიდნენ და "ქურდული საერთოს" შეგროვების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის სასწრაფო წესით გამოშვება მოითხოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, ათობით საბანკო ანგარიშიდან "ქურდული საერთოს" ფული სწორედ ია ბერაიას ანგარიშზე ირიცხებოდა.
ჩემმა ძმამ საპატიმროში 4 წელი და 6 თვე მოიხადა, უნდა გამოსულიყო და გამოსვლის დღეს წაუყენეს ახალი ბრალი, თითქოს და ე.წ. საერთო ობშიაკს აგროვებდა და მოახდინეს ზეწოლა, მისი მეუღლე აიყვანეს, დააპატიმრეს, როგორც თანამონაწილე და ჰყავთ გამოკეტილი ტყვედ. ქალბატონი, რომელიც სახლიდან არ გასულა და თავისი შვილების მოვლის მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებია, ჰყავთ ტყვედ. თუ მოაწერდა ხელს და ამ ცრუ აღიარებას თავზე აიღებდა, მაშინ ეუბნებოდნენ, რომ მეუღლეს გამოუშვებდნენ საპყრობილიდან. ჩემი ძმა ისეთ რამეს ვერ აღიარებდა, რაც არ იყო და ამიტომ ქალბატონი იაც დატოვეს ტყვეობაში", -ამბობს აქციის მონაწილე.
"პირველებთან" კომენტარი გააკეთა ია ბერაიას ადვოკატმაც. ლიკა ბითაძე ამბობს, რომ დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა, რომელიც ისევ პატიმარს უნდა მოხმარდეს "ქურდული საერთოს" შეგროვებას არ ნიშნავს:
ია ბერაიას წინააღმდეგ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები როგორც ასეთი, რაც დაადასტურებდა მის ბრალეულობას საერთოდ არ არის, მხოლოდ არის გადარიცხვები და რაც შეეხება გადარიცხვებს ოჯახის წევრია მეუღლე და როდესაც ვთქვათ სიტყვაზე ვიძახი, ან მისი ახლობელი დაურეკავს, რომ რაღაც კონკრეტული თანხა ჩაირიცხე, რომელიც შეიძლება პატიმრის ოჯახს დაეხმაროს, ან შეიძლება ვინმეს მიაწოდოს ის თუ ქურდული სამყაროს დახმარებაა ვერ გეტყვით", - ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ხმაურიან საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. "ტვ პირველმა" გაშიფრა სქემა, როგორია ე.წ. ქურდული ბუღალტერია და როგორ მიდიოდა ე.წ. მაყურებლის ხელით "ქურდული საერთო" "კანონიერ ქურდებთან".