ქურდულ სამყაროსთან კავშირი და ფულის გათეთრება - "მანჩო" და მისი მეუღლე განაჩენის მოლოდინში

11.10.23 16:21
ქურდულ სამყაროსთან კავშირი და ფულის გათეთრება - "მანჩო" და მისი მეუღლე განაჩენის მოლოდინში

გეგუთის მაყურებლის და მისი მეუღლის პროცესი სასამართლოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "მანჩო" და მისი მეუღლე ია ბერაია რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ მოწმეებს, რომლებიც მათ ხელს ადებდნენ და ამბობდნენ, რომ ორივე მათგანი ქურდულ სამყაროსთან არიან კავშირში.

სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების 3 მოწმე, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომელი დაიკითხა, ვინც  ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა სხდომაზე ისაუბრა, როგორ საუბრობდა ბრალდებული დაშიფრულად იმ თანხების გადარიცხვაზე, მათ შორის "კანონიერ ქურდებთან", რომლებთანაც შეგროვებული საერთო საბოლოოდ მიდიოდა.

სასამართლოში ჩვენება მისცა ბანკის იმ თანამშრომელმაც, ვისაც ქურდული საერთოს შესაგროვებლად სპეციალური ანგარიში გაახსნევინეს და ია ბერაიასთან თვეების განმავლობაში ფულს არიცხინებდნენ. 

ქურდულ სამყაროსთან კავშირი და ფულის გათეთრება - ია ბერას და მის მეუღლეს. "კრიმინალურ ავტორიტეტ" "მანჩოს" 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დილიდან საქალაქო უსამართლოში ხმაური იყო. ადგილზე  გეგუთის ციხის ე.წ. მაყურებლის მანუჩარ გაბუნიას იგივე „მანჩო“-ს და მისი ცოლის, ია ბერაია მხარდამჭერები მივიდნენ და "ქურდული საერთოს" შეგროვების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის სასწრაფო წესით გამოშვება მოითხოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ხმაურიან საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. "ტვ პირველმა" გაშიფრა სქემა, როგორია ე.წ. ქურდული ბუღალტერია და როგორ მიდიოდა ე.წ. მაყურებლის ხელით "ქურდული საერთო" "კანონიერ ქურდებთან". 

 

 


 

მსგავსი სიახლეები