ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ფერმაში - ადგილობრივებმა ორი სამართალდამცველი სცემეს

11.03.21 14:26
ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ფერმაში - ადგილობრივებმა ორი სამართალდამცველი სცემეს

ხმაური და ფიზიკური ანგარიშსწორება  სოფელ ფერმაში -  ადგილობრივებმა ორი სამართალდაცველი სცემეს. დაზარალებულებს შორის  იგოეთის პოლიციის თანამშრომელი აქიფ მახმედოვიც არის. არსებული ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ აგიტატორი, ვინმე „შირო“ დაუპირისპირდა.

ადგილობრივები ავტომობილით დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ, როდესაც მახმედოვმა სამასახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშვნა მისცა. სწორედ ამის გამო დაიძაბა ადგილზე ვითარება.  

მძიმე დაზიანებების გამო, დაზარალებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, თუმცა ამ დროისათვის აქიფ მახმედოვი უკვე ბინაზეა გაწერილი.

მსგავსი სიახლეები