თავდასხმა ბიზნესზე კრიმინალური წესებით - ,,ე.წ. კანონიერი ქურდი ყადაღების მოხსნას გვაიძულებდა"...

09.06.21 17:51
თავდასხმა ბიზნესზე კრიმინალური წესებით -  ,,ე.წ. კანონიერი ქურდი  ყადაღების მოხსნას გვაიძულებდა"...

ბიზნესის  გადაწვის და ოჯახის ლიკვიდაციის მუქარა - ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. 

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მის ოჯახსა და ბიზნესს განადგურებით მურმან ჯინჭარაძე ემუქრება, რომლიც ,,ქართული ოცნების" ახლო გარემოცვის წევრია. ფარტენაძის მტკიცებით, მუქარის ფაქტებს პოლიცია თვეებია, რეაგირების გარეშე ტოვებს. 

"ტვ პირველმა" ხელვაჩაურის პოლიციასთან მოქალაქე ჩაწერა, რომელიც ირწმუნება, რომ სამართალდამცველებს მიაწოდა მურმან ჯინჭარაძის აუდიო-ჩანაწერი, სადაც ეს უკანასკნელი ფარტენაძისთვის იარაღის ჩადებას უკვეთავს. 

ქალი აღნიშნავს, რომ ის ჯინჭარაძის ბიზნესპარტნიორი იყო, თუმცა დაპირისპირების შემდეგ მის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. 

ტვ პირველის რესპონდენტი ირწმუნება, რომ მას ე.წ. კანონიერი ქურდებთან ერთად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ემუქრებოდნენ. 

შევხვდი გოჩა ბარამიძეს, რომელმაც საუბარი დაიწყო იმით, რომ მას ძალიან დიდი პატრონები ედგა უკან. მან ბევრი თანამდებობის პირი დაასახელა და მითხრა, რომ ამ მშენებლობით დაინტერესებულები სწორედ ეს ადამიანები იყვნენ. 

როცა მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარვადგინე ხელშეკრულებები და სარჩელი, მოვითხოვე, რომ ქონება დაეყადაღებინა. 

ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები. გოჩა ბარამიძის კუთვნილი ტელეფონით კავშირზე გამოვიდა ე.წ. კანონიერი ქურდი ,,ენცო". ის გვაიძულებდა, ყადაღები მომეხსნა. 

"ენცოსთან" ერთად ეს ადამიანები ხვიჩა მაქაცარიას გავლენებით და მასთან დაახლოებული ჩინოვნიკებით გვემუქრებიან"- აცხადებს "ტვ პირველთან" ქალი. 

ბათუმში მდებარე მარკეტების ქსელ „ფარფურის“ ორი ფილიალის გადაწვის მცდელობა სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

"ტვ პირველთან"  მარკეტების ქსელის მფლობელი, მერაბ ფარტენაძე, ალაპარაკდა და თქვა, რომ  შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მას  ემუქრებოდნენ. 

მერაბ ფარტენაძე ირწმუნება, რომ ქსელის დაწვის უკან, მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე დგას, რომელიც ფარტენაძეების მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია. 

მეტიც, ფარტენაძის მეუღლე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში კრიმინალური ავტორიტეტებიც არიან ჩართულნი. 

 

მსგავსი სიახლეები