თავდასხმა ვახო სანაიაზე - ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს

11.03.21 14:52
თავდასხმა ვახო სანაიაზე - ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს

თავდასხმა ვახო სანაიაზე - ჟურნალისტი მასალების გასაცნობად შსს-ში დაიბარეს. ვახო სანაია უწყებაში უფლებადამცველთან ერთად მივიდა. სანაია ამბობს, რომ მედიაზე თავდამსხმელების დასჯის პრეცენდენტი უნდა შეიქმნას. მისი თქმით, ეს საკითხი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ სრულიად მედიისთვის უნდა იყოს. 

აქ არ ირკვევა მხოლოდ ჩემი საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი მედიისთვის, რომ ეს პრეცენდენტი შეიქმნას. ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა. აქედან გამომდინარე, ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია , თუ როგორ გაგრძელდება ეს საქმე და როგორ დასრულდება. ეს არის ჩემი მკაფიო გზავნილი, - ამბობს ჟურნალისტი.

სანაია  აპირებს, პროკურატურას მის ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

ჩვენ მივაწვდით პროკურატირას ყველანაირ ინფორმაციას იმ, ასე ვთქვათ,შემოთვლებზე, მინაწერებზე სატელეფონო, თუ სოციალური ქსელით კომუნიკაციაზე გაფრთხილების, რჩევის თუ ასე მუქარანარევი სახით შეტყობინებებზე, ამაზე რა ტქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენებთ პროკურატურას, - ამბობს სანაია.

ჟურნალისტი ვახო სანაია დაზარალებულად 26 თებერვალს სცნეს.  მას სამი პირი თავს 25 თებერვალს დაესხა.

მსგავსი სიახლეები