ახალგაზრდა, რომელიც ადიგენის პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა, სასამართლომ გაათავისუფლა

09.06.21 18:04
ახალგაზრდა, რომელიც ადიგენის პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა,  სასამართლომ გაათავისუფლა

 პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დაკავებული გოჩა აზირაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულ  სასამართლომ დღეს მიიღო.

დაცვის მხარის შუამდგომლობით, მორიგი სასამართლო პროცესი 15 ივნისს ჩაინიშნა.

ადიგენის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ უდეში მცხოვრები გოჩა აზირაშვილი გუშინ  173 მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც  პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გოჩა აზირაშვილის მტკიცებით, პოლიციამ ის აწამა და  ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადებას ცდილობდა.