ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა - PHR

19.10.23 22:25
ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა - PHR

UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბის, "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს სამწვრთნელო ლიცენზია გაუუქმა. ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, ფედერაციამ გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელების მიერ სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო.

PHR-ი ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ "ნიკეს" მწვრთნელის - გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებაც. აღნიშნული მწვრთნელის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა - ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.  

მსგავსი სიახლეები