გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა გიჩო მარგველაშვილი და არც კობა პაიჭაძის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მარგველაშვილს იარაღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ორივე პატიმრობაში გაუშვა.
ადვოკატები მარგველაშვილის შემთხვევაში 30 000 ლარის, ხოლო პაიჭაძის - 10 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
როგორც გაირკვა, დაკავების მომენტში პოლიციამ ერთ იარაღთან ერთად სამი მჭიდი და 56 ვაზნა ამოიღო.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაიჭაძის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, რომელშიც ასევე გიჩო მარგველაშვილიც იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა.