ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტვ პირველი გამოძიებასათან ითანამშრომლებს - ირაკლი ქადაგიშვილი

11.03.21 16:49
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტვ პირველი გამოძიებასათან ითანამშრომლებს - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, დარწმუნებულია, რომ ტვ პირველი პროკურატურასთან ითანამშრომლებს და  საგამოძიებო მასალებს ნებაყოფლობით გადასცემს.

პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან სატელეფონოც, მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც, რასაც კანონი ითხოვს, მიღებულია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტელევიზია თავის ვალდებულებას კანონის წინაშე პირნათლად შეასრულებს და ის მასალა, რა მასალასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს", — აცხადებს ქადაგიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დააკმაყოფილეს პროკურატურის სარჩელი და საგამოძიებო ორგანოს  ტვ პირველში შესვლისა და მასალების ამოღების უფლება მიანიჭეს. მოგვიანებით პროკურატურამ იძულებითი ღონისძიების ჩატარება გადაიფიქრა. შოთაძის უწყებამ განაცხადა, კანონის თანახმად ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაასახელოს წყარო, მაგრამ პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტვ პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

 

 

მსგავსი სიახლეები