ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე საგზაო ნიშნები მოხსნეს - ფოტო ადგილიდან

29.10.23 21:55
ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე საგზაო ნიშნები მოხსნეს - ფოტო ადგილიდან

ფოთი-შეკვეთილის ცენტრალურ მაგისტრალზე მოცულობითო საგზაო ნიშნები უკვე მოხსნეს. ადგილზე მივიდნენ ენერგეტიკოსებიც.  გათიშულია გარე განათებაც, მაგისტრალი ჩაბნელებულია. იწყება ელექტოსადენების დემონტაჟი.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის მიერ საქართველოში ბაობაბების  ჩამოტანის შესახებ ინფორმაცია "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჯერ კიდევ გუშინ გაასაჯაროა. მაგიური ხეები, რომელიც მსოფლიოში უკვდავების, ძლევამოსილების და სიძლიერის სიმბოლოდ არის ქცეული, ივანიშვილმა საკუთარი ეზოსთვის ჩამოიტანა.

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ხეების გამო ფოთის პორტში, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ტერმინალთან მიახლოება, სადაც ივანიშვილის მაგიური ბაობაბები დაასაწყობეს, აკრძალული იყო. 

დღეს საღამოს უკვე გურიაში საგზაო ნიშნებს და ელექროსადენებს ხსნიან. ბიძინა ივანიშვილს ფოთის პორტიდან შეკვეთილში ბაობაბის ხეები მიაქვს.
როგორც "პირველებს" ადგილიდან უთხრეს, წარმოიშვა საცობი.
მანქანები საგზაო ნიშნების მოხსნის გამო გააჩერეს.