ექსკლუზივი: შეიარაღებული თავდასხმა ექსმერზე - სავარაუდო ეჭვმიტანილების სახლიდან იარაღი ამოიღეს

02.11.23 15:25
ექსკლუზივი: შეიარაღებული თავდასხმა ექსმერზე - სავარაუდო ეჭვმიტანილების სახლიდან იარაღი ამოიღეს

"პირველების" ექსკლუზივი - დმანისის ყოფილ მერზე სავარაუდო თავდამსხმელების სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. TVPIRVELI-ს კორესპონდენტის ცნობით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღებიც, თუმცა ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არავის დაუკავებია. 

გიორგი ტატუაშვილი კი რომელიც შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გუშინ გახდა, თავდასხმაში სწორედ ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ასახელებს და მათ "ქართული ოცნების" ზონდერებს უწოდებს. 

"პირველები" დღეს მენაბდიშვილისა და ოკმელაშვილის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა სავარაუდო ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები რეპორტიორების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

ცნობისთვის, დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის ვიდეო კადრები "პირველებმა" მოიპოვა. 

რა დაიდება ვიდეომასალით?  - პირველ კადრში ჩანს, რომ დმანისის ყოფილ მერის ავტომობილს შავი მანქანა მაგისტრალზე გადაუსწრებს და გზას უხერგავს, მას შემდეგ რაც გიორგი ტატუაშვილი ამჩნევს, რომ თავდამსხმელები მანქანიდან გადმოდიან, ჩახერგილი ტერიტორიიდან უკუსვლით ბრუნდება, რის შემდეგაც თავდამსხმელები მას ედევნებიან.

ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის ისმის სამი გასროლის ხმა.