ნინოწმინდის პანსიონის მმართველად მეუფე იაკობი პირადად პატრიარქმა დანიშნა

14.06.21 17:59
ნინოწმინდის პანსიონის მმართველად მეუფე იაკობი პირადად პატრიარქმა დანიშნა

ნინოწმინდის პანსიონის მმართველად მეუფე იაკობი პირადად პატრიარქმა დანიშნა. შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი მედიას საპატრიარქოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. 

ნინოწმინდის პანსიონი ჟურნალისტებისთვის დღეს პირველად, ახალი ამბით გაიხსნა - ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, სკანდალში გახვეული მეუფე სპირიდონი თანამდებობიდან გადააყენეს. მის ადგილზე კი ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი დანიშნეს.