ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელის მამასთან

20.11.23 13:10
ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელის მამასთან

პირველი ინტერვიუ კოსტა სანიკიძის თვითმკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის მამასთან - თამაზ გველესიანი "პირველებთან" აცხადებს, რომ შვილი სახლიდან გაეპარა.

დაკავებულის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სანიკიძის  მკვლელობის მცდელობის მოტივი.

თამაზ გველესიანი ამტკიცებს, რომ მის შვილს "მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს". მისივე თქმით, გიორგი გველესიანს და კოსტა სანიკიძეს არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებთ. 

თამაზ გველესიანის განცხადებით, მისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რომ 24 წლის გიორგი გველესიანმა მსახიობზე თავდასხმა 10 დღის წინათაც სცადა. 

მეც ერე გავიგე, რომ ეს (თავდასხმის) მეორე ფაქტი იყო. როგორც თქვენ, ასევე მეც გაოგნებული ვარ. ფაქტია, რომ მას (გიორგი გველესიანს) ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მე ჩემს შვილსა და (კოსტა სანიკიძეს) შორის არც სანაცნობოი და სამეგობრო ვერ ვნახე. ამ პიროვნებას ეკრანის გარდა არავინ იცნობდა. სულ სხვა ტიპაჟია, ვერ იძმაკაცებდა. ისეთ მდგომარეობაში მყავდა, ფაქტობრივად გვერდით მე ვეწექი. 6 საათზე სახლში იყო, მე რომ ჩამეძინა, მერე არის გაპარული"- აცხადებს ბრალდსებულია მამა. 

მისი თქმით, ადვოკატი ფსიქიატრიული დასკვნის ჩატარებას მოითხოვს.

 

რაც შეეხება მძიმედ დაჭრილ მსახიობს, კოსტა სანიკიძეს ახლა სამართალდამცველები პალატაში კითხავენ.

თავდამსხმელი კი ზაჰესის იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება, მას ცოტა ხანში ადვოკატი შეხვდება.  დაკავებულის უფლებადამცველი კატეგორიულად გამორიცხავს ქალის გამო კონფლიქტს, როგორც ამას პირად საუბრებში დაჭრილის მეგობრები არ გამორიცხავენ.

ლევან დავითაია "პირველებს" ეუბნება, რომ თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე თავად ისაუბრებს. 

"პირველების" ინფორმაციით, გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა.  პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.

სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის გიორგი გველესიანი დააკავა.  

მსგავსი სიახლეები