რას აკეთებს სახელმწიფო გინტურის მკვლელების დასასჯელად? - მესამე სექტორი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს

21.11.23 11:41
რას აკეთებს სახელმწიფო გინტურის მკვლელების დასასჯელად? - მესამე სექტორი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს

რას აკეთებს სახელმწიფო თამაზ გინტურის მკვლელების დასასჯელად? სასტიკი დანაშაულიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ქართული გამოძიება დუმილის რეჟიმშია გადასული. დილიდან თბილისში "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ორგანიზებით, კონფერენცია იმართება. დღეს მესამე სექტორი მსჯელობს რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ოკუპაციას საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფაქტები ახლავს.

მისი თქმით, მთავრობამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი მექანიზმები, რათა დაისაჯონ დამნაშავეები.

დღევანდელი მაღალი დონის კონფერენცია ეთმობა განგრძობადი ოკუპაციისა და გაჭიანურებული კონფლიქტების რეალობას საქართველოში, რომელსაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფაქტები. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და ამ დადგენილების პროცესი აჩვენებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს და მათ შორის იმას, რომ ძირეული ძალისხმევა ამ დადგენილებისა აღსრულებისთვის მთავრობის მიერ არ იყო გაწეული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ის კითხვები უნდა დავსვათ, თუ რა არის ის ეფექტიანი მექანიზმები, რომელიც მთავრობამ უნდა გამოიყენოს სწორედ ამგვარი პირების დასჯის და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის".- ამბობს მიქელაძე.

საია-ს დირექტორი ნონა ქურდოვანიძე პირდაპირ აცხადებს, რომ ქართულმა მხარე ვალდებულია, რომ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საქმის წარმოება დაიწყოს.

თამაზ გინტურის საქმეზე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემაც გამოიძიოს ეს დანაშაული. შესაძლოა, ქართულ მხარეს არ ჰქონდეს წვდომა, რომ ის პირები გამოკითხოს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი პირები არიან, ამ საქმეზე გამოძიების წარმოება, საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს". - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მესამე სექტორთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ლიეტუის ელჩიც. ანდრიუს კალინდრამ "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდა, არ იყვნენ კომპრომისულები და დასაჯონ დამნაშავეები.


 

მსგავსი სიახლეები