"ეს ხელისუფლება კორუფციაშია ჩამხრჩვალი" - გეგელია სახელმწიფო საწარმოების დირექტორების მაღალ ხელფასებზე

25.11.23 11:53
"ეს ხელისუფლება კორუფციაშია ჩამხრჩვალი" - გეგელია სახელმწიფო საწარმოების დირექტორების მაღალ ხელფასებზე

"ეს ხელისუფლება კორუფციაშია ჩამხრჩვალი" - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სახელმწიფო საწარმოების დირექტორების განსაკუთრებულად მაღალ ხელფასებს.

გეგელიას თქმით,  ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს სახელმწიფო კომპანიები კი ვერ ქმნიან დოვლათს და ამის მიუხედავად, მათი ლიდერები მეტ და მეტ ხელფასს იღებენ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის კორუფციაში ჩამხრჩვალი მაშინ, როდესაც ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ეს კომპანიები ვერ ქმნიან დოვლათს და ისინი არიან მუდმივად ეკონომიკურ კრიზისში, მუდმივად არიან წაგების რეჟიმში. ამის მიუხედავად, მათი ლიდერები იღებენ მეტ და მეტ ხელფასს ჩვენი ქართული სახელმწიფოს ჯიბიდან და ბიუჯეტიდან". - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

კომპანიების დიდი ზარალის მიუხედავად, სახელმწიფო საწარმოების დირექტორები განსაკუთრებულად მაღალ ხელფასებს იღებენ - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, კომპანია "ბლექ სი არენას" დირექტორის ხელფასი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.