არ მაინტერესებს "ფლანგვის დეტექტორი", ჩემთვის არაფერს არ წარმოადგინეს - ოდიშარია

25.11.23 13:24
არ მაინტერესებს "ფლანგვის დეტექტორი", ჩემთვის არაფერს არ წარმოადგინეს - ოდიშარია

"ქართული ოცნება" "ფლანგვის დეტექტორის" კვლევებს არ ენდობა. მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა სააშკარაოზე გამოიტანეს საშიში ტენდენცია სახელმწიფო შპს-ების შესახებ, მმართველი პარტია წყობიდან გამოვიდა.

"ფლანგვის დეტექტორი" ისეთივე სანდო წყარო არის, როგორც ხაბეიშვილის ანტიკორუფციული ბიურო იყო. ასეთი პლატფორმები მრავლად არის, რომელსაც ჩრდილში მდგომი ოპოზიციონერი ბიზნესმენები აფინანსებენ და იდეოლოგიურად წარმართავენ ხელმოცარული, დამარცხებული რადიკალები. არ მაინტერესებს "ფლანგვის დეტექტორი", ჩემთვის არაფერს არ წარმოადგინეს". - ამბობს ოდიშარია. 

კომპანიების დიდი ზარალის მიუხედავად, სახელმწიფო საწარმოების დირექტორები განსაკუთრებულად მაღალ ხელფასებს იღებენ - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ორგანიზაციამ მიაგნო შავ ხვრელს, რომლის დახმარებითაც, სახელმწიფო საწარმოების დირექტორები მდიდრდებიან. 

მათი ცნობით,  კომპანია "ბლექ სი არენას" დირექტორის ხელფასი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.