ე.წ. ვერდიქტის მოლოდინში - საქართველოს სამი მოქალაქე ისევ ცხინვალის ციხეში რჩება

26.11.23 20:22
ე.წ. ვერდიქტის მოლოდინში - საქართველოს სამი მოქალაქე ისევ ცხინვალის ციხეში რჩება

 

 

საქართველოს სამი მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალისს ციხეშია. ხვიჩა და დიმა კორინთელები, ასევე, გიორგი მელაძე ე.წ სასამართლოს ე.წ ვერდიქტს ელოდებიან. მათ ან ჯარიმით გამოუშვებენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ან პატიმრობას შეუფარდებენ. დე ფაქტო რეჟიმი ქართველებს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება.

სამივე სალოცავიდან  ოთხი დღის წინ გაიტაცეს. ძალოვანი უწყებები ამ ამბავს მალავდნენ. სუსმა გატაცების ფაქტი მხოლოდ მაშინ დაადასტურა, როცა მედიამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

საოკუპაციო ძალები შიდა ქართლში ადამიანის უფლებებს ყოველ დღე არღვევენ: კლავენ, იტაცებენ და აპარატიმრებენ ადგილობრივებს. ქართულ მიწასსს კი ნაწი -ნაწილ  ეუფლებიან.

ოპოზიცია მოითხოვს, შინაგან საქმეთა სმაინისტომ  მოსახლეობის დასაცავად დამატებითი ზომები მიიღოს და  საგუშაგოები გახსნას.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.