ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

27.11.23 10:53
ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. ის სისხლისგან იცლებოდა. მძიმე დაზიანება ფეხზე ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.