შტორმი ზღვაზე და უხვი ნალექი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
უამინდობამ ფოთში პრობლემები შექმნა. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ნახევარს სახურავი აქვს გადახდილი, დაზიანებულია ავტომანქანები.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს დღის განმავლობაში 6-7 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ხოლო საღამოს დაიკლებს და 5-6 ბალი იქნება. ასევე, დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი, დროგამოშვებით ფიქსირდება უხვი ნალექი.
სინოპტიკოსების განცხადებით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი, სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.