დატბორილი ბათუმის ბულვარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ვიცე-მერი მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს

27.11.23 13:07
დატბორილი ბათუმის ბულვარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ვიცე-მერი მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს

უამინდობა დასავლეთ საქართველოში - ბათუმის სანაპიროზე თითქმის 8 ბალიანი შტორმია. წყალმა ქალაქის ბულვარი დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა. 

ბათუმის ვიცე-მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. 

მერიის შესაბამისი სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. მიმდინარეობს როგორც სანიაღვრე არხების, ასევე, ზღვაში გამსვლელი არხების ინტენციური გაწმენდითი სამუშაოები. ამას ემატება ძლიერი ქარი და შტორმი, რომელიც 8 ბალს აღემატებას. მერიის შესაბამისი სამსახურები და ბულვარის ადმინისტრაცია თავის თანამშრომლებით გამოსულია ობიექტებზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამბობს ვიცე მერი. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, თუმცა ძლიერი ქარი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.