შეუჩერდეს უფლებამოსილება დირექტორს და დაისაჯოს მოძალადე აღმზრდელი - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საგანგებო წერილი შევიდა

27.11.23 16:03
შეუჩერდეს უფლებამოსილება დირექტორს და დაისაჯოს მოძალადე აღმზრდელი  - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საგანგებო წერილი შევიდა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში  50 მშობლის საგანგებო წერილი შევიდა. მოქალაქეები სააგენტოს და მერიას მოუწოდებენ დაინტერესდეს საჯარო ბაღებით და ბავშვების უფლებებით.

მშობლები ბაღის დირექტორის, ფატი მანჯგალაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მთავარ მოთხოვნად რჩება,  აღმზრდელით რომელმაც, სავარაუდოდ, ბავშვებზე იძალადა, პოლიცია დაინტერესდეს. ამ მიზნით საერთო სარჩელი  უკვე მზადდება.