პროკურატურა "კაბუს" ნარკორეალიზატორებთან კავშირს არ გამორიცხავს - ახალი დეტალები პროცესიდან
ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ "კაბუს" შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ნარკორეალიზატორებთან, რადგან მკვლელი ნარკოტიკი - ალფა პვპ, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.
დაზარალებული ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი ცნობილმა მსახიობმა და რეპერმა შეიძინა. ბრალდების კიდევ ერთი ნაწილი კახეთის გზატკეცილზე ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ კახა აბუაშვილმა, იგივე „კაბუ"-მ "დაზარალებული ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა".
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა.
საქმის მასალების მიხედვით, "ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია".
გარდა ამისა, შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ "კაბუ" უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს".