გელათის დაგვიანებული "რეანიმაცია" - ტაძარში ისევ წყალი ჩადის, ნადგურდება უნიკალური ფრესკები

27.11.23 20:37
გელათის დაგვიანებული "რეანიმაცია" - ტაძარში ისევ წყალი ჩადის, ნადგურდება უნიკალური ფრესკები

თეა წულუკიანმა გელათს პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა - ტაძარში ისევ წყალი ჩადის, ნადგურდება უნიკალური ფრესკები. არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, ისედაც დაზიანებული მხატვრობა კედლებიდან იშლება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და პასუხისმგებლობას მინისტრ წულუკიანს აკისრებენ.

კულტურის სამინისტრომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ისტორიული ტაძრის გუმბათი დროებითი სახურავით დაეფარა და სავალალო შედეგიც სახეზეა. ახლა რომ გადახურონ, მაინც დაგვიანებული იქნება, ამბობენ სპეციალისტები. მათი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ტაძრის კედლების გამოშრობა, თუმცა ამას წლები დასჭირდება. დრო კი გელათის გადარჩენისთვის პრაქტიკულად გადამწყვეტია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.