ბავშვებზე ძალადობა საბავშვო ბაღში - გაუშვებენ თუ არა ციხეში მასწავლებელს?

27.11.23 20:23
ბავშვებზე ძალადობა საბავშვო ბაღში - გაუშვებენ თუ არა ციხეში მასწავლებელს?

გაუშვებენ თუ არა ციხეში 164-ე საბავშვო ბაღის დირექტორს და მოძალადე მასწავლებელს? - როცა მერია ჩუმად არის, მოქმედებაზე მშობლები გადადიან. ისინი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მოპოვებულია აუდიო ჩანაწერი, რითაც ირკვევა, რომ ბაღის დირექტორი დედებს გაჩუმებას და ფაქტის მიჩქმალვას სთხოვს. იგი ცდილობს მშობლები დაარწმუნოს, რომ მოძალადე პედაგოგებს არ უჩივლონ.  

თუ ეს ფაქტი დადასტურდება, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს დირექტორსაც, რომელიც შესაძლო დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. თბილისის 164 -ე საჯარო ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში დედები ამხელენ. მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილები სისტემატური ძალადობის პირობებში იზრდებოდნენ. დაზიანების კვალი ერთ-ერთ მცირეწლოვანს ამ დრომდე ეტყობა.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.