მოგლეჯილი ხეები, დატბორილი ბულვარი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - სტიქია დასავლეთ საქართველოში

27.11.23 20:11
მოგლეჯილი ხეები, დატბორილი ბულვარი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - სტიქია დასავლეთ საქართველოში

რვა-ბალიანი შტორმი ბათუმის სანაპიროზე - ზღვისპირა ქალაქში სტიქიას ებრძვიან. წყალმა დატბორა ბულვარი და გაანადგურა ინფრასტრუქტურა. ასეთი რამ ბათუმში არ ახსოვთ. წყალი შევარდა სახლებშიც. მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ განიხილებოდა სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაციის საკითხიც. ქალაქში ახლაც უამინდობაა, საფრთხე ისევ არსებობს, რის გამოც მოქალაქეებს შესაბამისი სამსახურები აფრთხილებენ, რომ არ გადაადგილდნენ სანაპირო ზოლთან.

მძიმე მდგომარეობაა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა სახლები სახურავების გარეშე დატოვა. დაზიანდა ავტომანქანები, რომლებსაც მოგლეჯილი ხეები დაეცათ. შტორმის შედეგად კი ზღვის სანაპირო წყალმა სრულად დაფარა. მძიმე ვითარებაა ქობულეთშიც, სადაც საშიშროება იყო, რომ მოვარდნილ წყალს სკოლა დაეტბორა. სანაპირო ზოლი მთლიანად დატბორილია ანაკლიასა და განმუხურშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე არ ახსოვთ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.