რეპერი "კაბუ" თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურას პატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა

27.11.23 20:06
რეპერი "კაბუ" თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურას პატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა

რეპერი "კაბუ" თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურას პატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა და მომღერალს 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

ახლა საინტერესოა,  გავა თუ არა მისი საშუალებით  გამოძიება  ნარკორეალიზატორის კვალზე, რომელიც მკვლელ ნარკოტიკს  ყიდის?

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ "ალფა პვპ",  რომელიც "კაბუს" მანქანიდან ამოიღეს, ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ არსებობს ვერსია, რომ რეპერი ახლო კავშირშია  ნარკოტიკების გამსაღებლებთან. ბრალდებულს დღეს სასამართლო სხდომაზე  თავის დაცვა არც კი უცდია. 

 ეს ერთადერთი ბრალდება არ არის, რომელსაც გამოძიება რეპერს ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ "კაბუმ"  არარსებულ პირებზე  ეჭვიანობის ნიადაგზე  ქალი სცემა. კახეთის გზატკეცილზე ავტომობილში, მსხვერპლს ჯერ ფეხში დანის ტარი ჩაარტყა,  ხელი გაარტყა, შემდეგ კი მკვლელობის მუქარით   გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია.   საქმის მასალებით ირკვევა, რომ  ქალმა  მანქანის კარის გახსნა  შეძლო და დახმარებისთვის პოლიციას დაუძახა. სამართალმდამცველებმა რეპერი "კაბუ" ადევნების შემდეგ  დააკავეს. 

 გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლის  გადაწყვეტილებას? - გაიგეთ ყველა დეტალი მარიამ მაკასარაშვილის ჩართვიდან