შერჩევითი სამართალი და ძალადობის წახალისება - უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

28.11.23 11:45
შერჩევითი სამართალი და ძალადობის წახალისება -  უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

შერჩევითი სამართალი თუ განზრახ გამოუძიებელი საქმე? - ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუ"-ს საქმეზე  მოსამართლე  თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. 

როგორც ჩემთვის ცნობილია, მოძალადე არის საჯარო პირი, მას საზოგადოების მხრიდან აქვს მხარდაჭერა, რაც გარკვეუ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეზე. ამ ტიპის გადაწყვეტილებები პრევენციისთვის არ არის კარგი პრაქტიკა და სხვა შემთხვევებში დიდი ალბათობით, წაახალისებს ძალადობას"- ამბობს "უფლებები საქართველოს"-ს წარმომადგენელი, ელისო რუხაძე.

 ანა თავხელიძე "პირველებთან" მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები დაზარალებულებში უსამართლობის განცდას აჩენს, რომლებიც ხედავენ, რომ ვიღაცებისთვის ამ ქვეყანაში, მისაღებია კანონის დარღვევა და ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს". 

"არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც კანონები განსხვავებულად განიმარტება, განსხვავებულად ფასდება  საფრთხეები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასე შემდეგ... 

უსამართლობის განცდას აჩენს პირველ რიგში დაზარალებულებისთვის, რომლებიც ხედავენ რომ ვიღაცებისთვის ამ ქვეყანაში, მისაღებია კანონის დარღვევა და ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. ზოგადად ასეთი შემთხვევები იწვევს დაუსჯელობას და აჩვენებს, რამდენად მორყეულია, მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში "- აცხადებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა თავხელიძე. 

ცნობილი მსახიობი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დანის ტარით ცემა, ჩხრეკის დროს კი ნარკოტიკები აღმოუჩინეს, ციხეს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებს.

არადა, მუხლი, რომლითაც  "კაბუ" ციხეში გაუშვეს, 6 წლიან სასჯელს, სასამართლო პრაქტიკის მიხევდით კი წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.