ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს

28.11.23 12:18
ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს

ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს - ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.  

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე - 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.