აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

28.11.23 15:16
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აანონსებს.

მარიონეტული ხელისუფლება გადაწყვეტილების მიზეზად 28-30 ნოემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, მეცნიერებისა და ხელოვნების პარკ სირიუსში ახალგაზრდა მეცნიერების მესამე კონგრესს ასახელებს. 

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან საგზაო პოლიციის პუნქტი "ხოლოდნაია რეჩკა" გაიხსნა.

ამასთან, "ეხო კავკაზა" წერს, რომ მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კონგრესზე სიტყვით გამოვა.