"დაგვეტბორა სახლები, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ქობულეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

28.11.23 15:46
"დაგვეტბორა სახლები, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ქობულეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქობულთში გამწენდითი სამუშაოები ვერ იწყება. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ წყლით სავსე სახლების გაწმენდას სამაშველო სამსახური არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებს. 

8 ბალიანი შტომის მიერ მიყენებული ზარალი უპრეცედენტოა. პარალელურად, აჭარაში ამინდის გაუარესებას ელოდებიან, რაც სამუშაოებს ართულებს და დამატებით საფრთხეებს ქმნის.

პირველი სართულები დატბორილია სულ და გაფუჭებულია ყველაფერი. წყალი დგას და წყალიც ვერ ამოიღო სამაშველომ, არ გავქვს ისეთი ინსტრუმენტი, რომ წყალი ამოვტუმბოთო. ცოტა ამოტუმბეს და დანარჩენი წყლით სავსეა. ვუყურებთ, დანგრეულია ყველაფერი. პირველ სართულზე ყველაფერი გაფუჭებულია, ზევიტაც ხრეშები ახლა გადავხეტე. არ გვაქვს არც წყალი, არც გაზი, - ამბობს ადგილობრივი. 

საცხოვრებელი სახლების გარდა, დატბორილია რესტორნები და კერძო ობიექტები. სრულად განადგურებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა. 

ქობულეთის მსგავსად მძიმე ვითარებაა ბათუმშიც. დატბორილია სახლები და გზის სავალი ნაწილი.