19 დღე არაადამიანურ პირობებში - უკრაინის მოქალაქეები ლარსზე, ნეიტრალურ ზონაში ყინვაში, სარდაფში არიან გამოკეტილები
მეცხრამეტე დღე არაადამიანურ პირობებში - უკრაინის მოქალაქეები ლარსის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში ანტისანიტარიაში და ყინვაში სარდაფში არიან გამოკეტილები.
ოკუპირებული უკრაინიდან დეპორტირებულ ყოფილ პატიმრებს, არც საქართველოში უშვებენ და არც უკან აბრუნებენ.
16 ადამიანს ორ კვირაზე მეტია, ცხოვრება უმძიმს პირობებში წყლის, საკვების, საჭმლის და მედიკამენტების გარეშე უწევთ.
„პირველებთან " ინტერვიუში უკრაინის მოქალაქეები ჰყვებიან, რომ რამდენიმე უკვე მძიმედ დაავადებულია, თუმცა სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.
ოკუპირებული უკრაინიდან რუსეთის მიერ დეპორტირებულებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, შეძლებენ თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და პასუხის მოლოდინში ცხოვრებას გაუსაძლის პირობებში აგრძელებენ.