19 დღე საკვებისა და მედიკამენტების გარეშე - რა ბედი ეწევათ რუსეთიდან დადეპორტებულ უკრაინელებს?
19 დღე ბეტონის ცივ კედლებში, საკვების მედიკამენტებისა და გათბობის გარეშე - რა ბედი ეწევათ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც ზემო ლარსზე ნეიტრალურ ზონაში არიან ჩარჩენილი? 16 უკრაინელს არც საქართველოში უშვებენ და არც რუსეთი იღებს უკან. შესაბამისად, გაურკვეველია როდემდე მოუწევთ მათ არადამიანურ პირობებში ცხოვრება საქართველოს რუსეთის საზღვარზე. შენობის სარდაფი, სადაც მათ თავი შეაფარეს, ნაგვით არის სავსე, საკვებად კი მხოლოდ იმას იღებენ, რასაც მესაზღვრეები უწილადებენ. რამდენიმე მთაგანი მძიმედ არის ავად.
ეს ის ყოფილი მსჯავრდებულები არიან, რომლებიც სასჯელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე იხდიდნენ. პატიმრობის ვადის დასრულების შემდეგ რუსეთმა მათი დეპირტაცია გადაწყვიტა უკრაინაში, საქართველოს გავლით. ყოფილი პატიმრების უმრავლესობას საჭირო საბუთებიც არა აქვთ, ამიტომ იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება და ქართული მხარე მათ გატარებაზე უარს ამბობს. რუსეთი კი უკან არ იღებს, ამიტომ უკვე სამი კვირაა ორ ქვეყანას შორის არსებულ სარდაფში ელოდებიან, როდის გაიხსნება მათთვის საზღვარი.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.