ქალის დანის ტარით ცემა და ნარკოტიკების შენახვა - დგას თუ არა „ოცნების“ კეთილგანწყობა კანონზე მაღლა?

28.11.23 19:00
ქალის დანის ტარით ცემა და ნარკოტიკების შენახვა - დგას თუ არა „ოცნების“ კეთილგანწყობა კანონზე მაღლა?

 

 

"ქართული ოცნების" კეთილგანწყობა კანონზე მაღლა დგას. კაბუს ხელისუფლების მხარდაჭერი და პრორუსული განცხადებები საჭირო დროს გამოადგა. სასამართლოს ასეთ ლოალურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, პროკურატურაც არ ელოდა. ორი მძიმე მუხლით დაკავებულ მსახიობს და მომღერალს გირაოთი ათავისუფლებენ. ქალის დანის ტარით ცემა და ნარკოტიკების შენახვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საკმარისად არ მიიჩნია, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოეყენებინა. 

ეს გადაწყვეტილება კი არასამთავრობო სექტორისთვის ძალადობის წახალისებას ნიშნავს. რა გარანტია არსებობს, რომ ბრალდებული ქალზე განხორციელებულ მუქარას სისრულეში არ მოიყვანს?  - ეს კითხვა აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოსამართლის მიმართ.

"ქართული ოცნების" მეხოტბე მსახიობი ციხეს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს, თუმცა პროკურატურაც და უფლებადამცვლებიც ახლა სააპელაციო სასამართლოსგან ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლას.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.