მუქარა დანით ავტობუსში - თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფლებაზეა
დანით შეირაღებული თავდასხმელი, რომელიც ავტობუსის მგზავრებს ემუქრებოდა ჯერ დაკავებული არ არის. პოლიციაში მისი ვინაობა იციან, თუმცა შეიარაღებული მამაკაცი ამ წუთებშიც თავისუფლად გადაადგილდება თბილისის ქუჩებში. პოლიციაში კი იმ მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სასტიკ ანგარიშწორებას. მუნიციპალურ ავტობუსში მომხდარი თავდასხმის შესახებ კადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
დანით შეიარაღებული მოქალაქე მგზავრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებს ემუქრებოდა. ერთ ერთი მშობელი ყვება, რომ მისი შვილი სასწაულით გადარჩა და მოქნეული დანა არ მოხვდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელი აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა სთხოვა, ავტობუსში სიგარეტი არ მოეწია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.