სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში - ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

29.11.23 10:00
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში -  ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  - სოფელ თულარში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 

ირკვევა, რომ კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს 10-ზე მეტი ჭრლობა მიაყენა, შემდეგ კი მისი მეუღლეს, 35 წლამდე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაში, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა, რადგან ქალმა ყოფილ ქმართან გაშორების შემდეგ ოჯახი შექმნა. 

 გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.